2023 წლის 6 თვეში საქართველოდან უცხოეთში $3 მილიარდის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია. სტატისტიკის მიხედვით #1 ადგილს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს, რამაც წლის პირველ ნახევარში 990 მილიონ დოლარს მიაღწია, შესაბამისად ვაჭრობის ერთი მესამედი სწორედ ავტომობილებზე მოდის.
წლიურ ჭრილში ამ საქონლის ექსპორტი 267%-ით არის გაზრდილი. $341 მილიონით მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტიც წლიურ ჭრილში 36%-ით არის შემცირებული. სანაცვლოდ კი გაზრდილია ღვინის, სპირტიანი სასმელების, მინერალური წყლებისა და სხვა დასახელებების საქონლის ექსპორტი.
საქართველოს საექსპორტო საქონლის ათეული 2023 წლის 6 თვის მდგომარეობით:
1) მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 990.9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 267%; 2) სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 341 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 36%; 3) ღვინოები – 126 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26%; 4) ფეროშენადნობები – 110 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 64%; 5) აზოტოვანი სასუქები – 98 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 41%; 6) სპირტიანი სასმელები – 83.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 58%; 7) მინერალური და მტკნარი წყლები – 65.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 46% 8) გაზირებული შაქრიანი სასმელები – 58.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 79%; 9) თამბაქოს ნაწარმი – 53.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 170%; 10) ელექტროენერგია – 52 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 2.3%.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი არის სომხეთი, სადაც წლის პირველ ნახევარში 440 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა (ზრდა 122%); მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს $413 მილიონი დოლარის ექსპორტით (ზრდა 44%), მესამე პოზიციაზე კი რუსეთია $344 მილიოონი დოლარის ექსპორტით, სადაც ზრდა 34%-ია.
რაც შეეხება ევროკავშირს, მასში ექსპორტი შემცირებულია, თუკი 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან EU-ში 432 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა, წელს ექსპორტმა $398 მილიონი დოლარი შეადგინა.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…